ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ”მეწარმე ქალთა საბჭო” ახორციელებს ერთობლივ ექვსთვიან ბიზნესის ხელშემწყობ პროექტს სახელწოდებით "ქალთა მეწარმეობის განვითარების პროგრამა". პროექტის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით შეიძენენ ახალ უნარ-ჩვევებს ჰოლანდიელი ბიზნეს ექსპერტებისგან.
ყველა მონაწილეს ექნება შესაძლებლობა სასწავლო ვიზიტით გაემგზავროს ნიდერლანდებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ საშუალება, მოიძიონ პოტენციური პარტნიორები და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება.